არჩილ ჯაფარიძემ ლენტეხის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას საჭირო პროდუქტები გადასცა

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. რწმუნებული სოფელ ფაყსა და ბულეშს ეწვია და იმ მცირე მოსახლეობას, რომელიც ამ დროისთვის, იქ ცხოვრობს, პროდუქტი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანა. არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით ამ მომენტისთვის მტლიანად რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველამ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.”ჩვენთვის ნიშვნელოვანია თითოეული მაცხოვრებელი თავს დაცულად გრძნობდეს,არ ჰქონდეს საკვების, მედიკამენტების,პირველადი მოხმარების საშუალებების პრობლემა,პირადად გავეცანი ლენტეხის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის საჭიროებებს,გავაცანი მათ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები,აქ ხალხი განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, იცავენ წესებს,ჩვენ ყოველდღიურად გვექნება მათთან კომუნიკაცია,მინდა ყველას მოვუწოდო-დარჩნენ სახლში,რათა დროულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას”-განაცხადა მხარის რწმუნებულმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები