“საუკუნის ძარცვა” – ჩილეში შეიარაღებულმა პირებმა აეროპორტიდან 15 მლნ დოლარამდე გაიტაცეს

ჩილეს დედაქალაქში შეიარაღებული ჯგუფი ბრონირებულ ავტომობილს დაესხა თავს და 15 მლნ დოლარამდე გაიტაცა. ადგილობრივი მედია მომხდარს “საუკუნის ძარცვად” აფასებს.

ქვეყნის პოლიციაში განაცხადეს, რომ ტერმინალში ორიდან შვიდ პირამდე ორი ავტომობილით შევიდა.

“ისინი დაცვის წევრებს იარაღით დაემუქრნენ, ამის შემდეგ მიიმალნენ”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, ოსკარ ფიგეროამ.

პოლიციის მონაცემით, ბოროტმოქმედებმა 14 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო გაიტაცეს.

ინციდენტის შედეგად დაცვის ორი წევრი დაიჭრა.

სანტიაგოს აეროპორტში 2014 და 2017 წლებშიც მომხდარა ძარცვა.

2014 წელს ბოროტმოქმედთა ჯგუფმა მანქანიდან 10 მლნ დოლარი გაიტაცა, ამის შემდეგ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2017 წელს 19 მლნ დოლარი იქნა მოპარული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები