ოთარ ანგურიძე: ინვესტორები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად

“ინვესტორები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად”, – ამის შესახებ ექსპერტი ოთარ ანგურიძე აცხადებს.

ექსპერტი საქსტატის მონაცემებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა არის დიდი შრომის შედეგი.

“2019 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა არის დიდი შრომის შედეგი. იმ დროს, როდესაც მთელს მსოფლიოში შეინიშნება კაპიტალის მოძრაობის შენელება და ინვესტიციების სიმცირე და ამას ერთვის გლობალური პოსტკრიზისული ვითარება, არსებული მაჩვენებელი არის საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემი 2020 წლისათვის. მიუხედავად მსოფლიო დაძაბულობისა, ინვესტორები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად.

მხოლოდ მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 347 მლნ აშშ დოლარი, რაც 102,9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ხოლო მთლიანმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შეადგინა 1,267 მლნ აშშ დოლარი და მცირედით აღემატება 2018 წლის მოცულობას.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში რეინვესტირების მოცულობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 7-ჯერ არის გაზრდილი და 172 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილმა 49,6% შეადგინა, ხოლო მთლიანად 2019 წელს რეინვესტირების მოცულობამ შეადგინა 612,5 მლნ აშშ დოლარი. მთლიანი პუი-ს 48,3%. რაც 40%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით.
2019 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში 20,6%-ით და შეადგინა 261,8 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოსდევს ენერგეტიკა, სადაც 193,9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და მთლიანი ინვესტიციების 15,3% დაფიქსირდა. მოცულობით მესამე ადგილს იკავებს სასტუმროები და რესტორნები 12,4% და მოცულობით 157,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაოდენობრივ მაჩვენებლებში ყველა სექტორში შეინიშნება ინვესტიციების ზრდა.

ამასთან, ნიშანდობლივია რომ იზრდება საქართველოს ეკონომიკით დაინტერესება სტაბილური და გავითარებული ქვეყნების მხრიდან. გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს გაერთიანებულმა სამეფომ, ირლანდიამ, თურქეთმა და ნიდერლანდებმა, რაც დამატებით წარმოაჩენს საქართველოს იმიჯს მსოფლიოს საინვესტიციო რუკაზე”, – აცხადებს ოთარ ანგურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები