პრეზიდენტი სამეგრელოში ადგილობრივ ხელისუფლებას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.  ზურაბიშვილი ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავისურის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ისმენს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფირმაციით, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და ასოციაცია “მერკურის” ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, დღესვე პრეზიდენტი ემიგრანტთა პარკს, ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლის რესტავრირებულ კორპუსს დაათვალიერებს. 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სენაკში სამხედრო ბაზაზე, გენშტაბის და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, II ქვეით ბრიგადის სწავლებას დაესწრება. სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტი სოფელ გოლასკურში მცირე მეწარმეებს შეხვდება და თაფლის წარმოების პროცესს გაეცნობა. ვიზიტს რეგიონში სალომე ზურაბიშვილი 10 მარტს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები