დუბაიში, საჰაერო შოუს დროს საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

დუბაის საჰაერო შოუს საჩვენებელი ფრენის დროს, ინდური HAL Tejas-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა,- ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

ინციდენტი 21 ნოემბერს, შუადღისას, ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, სადაც დუბაის ავიაშოუ იმართებოდა.

ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, გამანადგურებლის პილოტმა კატაპულტირება ვერ შეძლო და გარდაიცვალა.

გამანადგურებლის ფრენას უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს. ჩამოვარდნის შემდეგ აეროპორტის თავზე შავი კვამლი ავარდა და სირენები გაისმა.

ჩამოვარდნის შემდეგ საჰაერო შოუს ყველა დამსწრე ევაკუირებული იქნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები