გეკა გელაძე: შსს-მ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, “პროფესია პოლიციელი”, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს – ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – “პროფესია პოლიციელი”, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს – ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ”,- ამის შესახებ შს მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.

,,მათ შესაძლებლობა ექნებათ, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში, ადგილზე გაეცნონ მათ მიღწევებს, შედეგებს და წარმატებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ჩვენ დავაინიცირეთ კანონმდებლობა, რომ შსს-ს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს”, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები