დავით მათიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ ტყუილიდან გამოადნონ რაღაც სალაპარაკო მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ

,,მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ ტყუილიდან გამოადნონ რაღაც სალაპარაკო მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ EPP-ის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტია და მისი წევრები მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის მეგობრებს წარმოადგენენ.

„ევროპის სახალხო პარტია და მისი წევრები წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის მეგობრებს, შესაბამისად, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მეგობრები. როგორც აქამდე, ისე დღეს აგორებული კამპანია თითქოს საქართველო რაიმე ფორმით ყოფილიყოს „შავი ხვრელი“, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, არ დადასტურდა, პირიქით, ქართულმა მხარემ ყველა შემოწმებისას მხოლოდ მადლობები მიიღო იმ ადამიანებისგან, თუ ექსპერტებისგან, ვინც საქართველოში ბრძანდებოდა. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ცდილობენ ტყუილიდან გამოადნონ რაღაც სალაპარაკო მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომ არ გახდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებისგან თავის არიდების მექანიზმი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები