გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 100% -იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 100% -იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
,,ერთჯერადი ფულადი ჯილდო ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მქონე 40 ახალგაზრდას გადაეცა.
ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სტუდენტები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის “საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.