„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ისნის რაიონში 40-მდე მისამართიდან უკანონოდ განთავსებული ნარჩენი გაიტანეს

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ისნის რაიონში 40-მდე მისამართიდან უკანონოდ განთავსებული ნარჩენი გაიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი” ავრცელებს.

“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში, ურნებთან უკანონოდ არ განათავსოთ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენი, ძველი ავეჯი, ნივთები, მეორადი საბურავები, ავტომანქანის ნაწილები და ანასხლავი ტოტები. კანონის დარღვევის ნაცვლად, შესაძლებელია, ისარგებლოთ ხელსაყრელი მუნიციპალური სერვისებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდებზე:

https://tbsg.ge

https://tgservice.ge

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, ამჯერად ისნის რაიონში 40-მდე მისამართიდან გაიტანეს უკანონოდ განთავსებული სამშენებლო და სხვა არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებში და მიმდებარედ, გამწვანებულ ტერიტორიებზე, ქალაქის შემოგარენში სამშენებლო/ინერტული, საავტომობილო ნარჩენის, ძველი ავეჯის განთავსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

გაუფრთხილდი ქალაქს, იზრუნე გარემოზე,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები