ტუსკი – “არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე”
არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე,– ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მშვიდობაზე საუბრის დროს, მოლაპარაკებებში უკრაინა უნდა მონაწილეობდეს.
“პოლონეთთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას პოლონელები მიიღებენ. არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე.
როდესაც საქმე მშვიდობას ეხება, ყველა მოლაპარაკება უკრაინას უნდა მოიცავდეს. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე”, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.