კობიაშვილი – ეროვნული ნაკრების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: ეს არის ჯგუფი, რომელსაც არც ჩვენი ეროვნული ნაკრები აინტერესებს, არც ნაკრების მოთამაშეები და ზოგადად, არც ქვეყნის წარმატება უხარია
„ეს არის ჯგუფი, რომელსაც არც ჩვენი ეროვნული ნაკრები აინტერესებს, არც ნაკრების მოთამაშეები და ზოგადად, არც ქვეყნის წარმატება უხარია,“- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების წინააღმდეგ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მავნებლური ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ნებისმიერი წარმატება ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანონ.
„ეს არის ჯგუფი, რომელსაც არც ჩვენი ეროვნული ნაკრები აინტერესებს, არც ნაკრების მოთამაშეები და ზოგადად, არც ქვეყნის წარმატება უხარია. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი და შეიძლება ითქვას დავალებები, რომლებსაც ახორციელებენ. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები ცოტანი არიან, არიან დიდი რაოდენობის ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებიც მიუხედავად რთული პერიოდისა, ყოველთვის იქცევიან ღირსეულად, ისე როგორც როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი გულშემატკივარი“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.