ზელენსკი: უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს – ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი

უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს – ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს – ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან 28 პუნქტი, ან უმძიმესი ზამთარი, ყველაზე რთული და შემდგომი რისკები. სიცოცხლე თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და ისე, რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ჩვენგან პასუხს ელოდებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის ეროვნული ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ხმამაღალ განცხადებებს არ ვაკეთებთ. მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. იქნება გადაწყვეტილებების კონსტრუქციული ძიება ჩვენს მთავარ პარტნიორთან. არგუმენტებს მოვიყვან, დარწმუნებას ვეცდები, ალტერნატივებს შევთავაზებ, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს იმის თქმის საბაბს, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის შლის პროცესს და უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები