შოთა ბერეკაშვილი: მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს საიუბილეო ნიშნული იქნება

„მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს საიუბილეო ნიშნული იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური პროცესები საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

„მიმდინარე ეკონომიკური და გლობალური პროცესები საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით როგორც ერთპოლარული პოლიტიკური, ასევე ერთპოლარული ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის პროცესში. უკვე ნათელია, რომ იკვეთება ორი ან მეტი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. პირველია – ატლანტიკური სივრცე, სადაც უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია და მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც ჩინეთი ქმნის მიზიდულობის მნიშვნელოვან ცენტრს. ამასთან, იქმნება მცირე მიზიდულობის ცენტრები, როგორიც არის, მაგალითად, გალფის ქვეყნები. ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ამ ორ დიდ ცენტრს შორის დამაკავშირებელი, რაც თავისთავად, განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები