ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში დაიდგა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დატანილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ამ ეტაპზე, თამაზ სტეფანიას სახელობის უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ხორციელდება. უბანში უკვე დაიგო ქვაფენილი, გაკეთდა გარე განათება, მოწესრიგდა საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. ამჯერად კი საცხოვრებელი სახლის ფასადებისა და კარებების გალამაზება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები