კასპის მერი თანამდებობიდან გადადგა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ მერებაშვილი გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია ყოფილმა მერმა “რეგიონულ კვირას” დაუდასტურა. როგორც მერებაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გადაწყვეტილება თავად მიიღო და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
” 6 წელია, აქტიურ პოლიტიკაში ვარ, მე რამდენიმე თვის წინაც მქონდა კონსულტაციები. მსურდა, თანამდებობა დამეტოვებინა, რადგან, ამ ეტაპზე, მივიჩნევ, რომ საკუთარი თავის რეალიზებას კერძო სექტორში კიდევ უფრო მოვახდენ. დღეს კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წამყვანი მუნიციპალიტეტია და არაერთი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება. კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის სჭირდება ახალი სახეები და ახალი სისხლი. მე მომხრე ვარ, რომ პოლიტიკაშო შემოვიდეს კიდევ უფრო მეტი ახალი სახე.
დღეს დავემშვიდობე ჩემს თანამშრომლებს
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგან და, ასევე, ჩემს ამომრჩეველს”, – განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.