შოთა რეხვიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში სამკურნალო საპნების საწარმო მოინახულეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა სოფელ ბალიჭში საპნების საწარმო „დემა“ მოინახულეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ბოლნისელმა პედაგოგმა, „დემას“ საპნების დამზადება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოპოვებული 5 ათას ლარიანი დაფინანსებით დაიწყო, წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია და ინვენტარი შეიძინა და ადგილზე რამდენიმე ადგილობრივიც დაასაქმა.

17 სახეობის სამკურნალო თვისებებისა და ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო საპონის შეძენა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ საპონი ხელით, მინიმალური ელექტროჩარევით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები