კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები დუშეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. სპეციალური სადეზინფექციო პრეპარატებით საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადმინისტრაციული, სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტიები მუშავდება.
პრევენციული ღონისძიებები
ა(ა)იპ დუშეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობითა და შ.პ.ს “დუშეთის დეზინფექციის სამსახურის” თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

ამ დროისთვის, დეზინფექცია ჩატარებული აქვს:
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას (მერია, საკრებულო);
ქალაქ დუშეთის, სოფელ გრემისხევის, ჭილურტის, ებნისის, შუახევის, მჭადიჯვრის, ოძისის, ბულაჩაურის, აბანოსხევის, ლაფანაანთკარის, ნოკორნის ჭოპორტის, საშაბუროს, მლაშის, საკრამულის, გრიგოლაანთკარის, არღუნის, პირმისაანთკარის და არაგვისპირის საჯარო სკოლებს;
ქალაქ დუშეთის სახელოვნებო სკოლას;
სოფელ ოძისის, ბულაჩაურის, ჭოპორტის, არაგვისპირის და ქალაქ დუშეთის სკოლამდელი აღზრდის ფილიალებს;
სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი – www.stopcov.ge შექმნა, სადაც შეგიძლიათ, გაეცნოთ ყოველდღიურად განახლებულ ინფორმაციას, რეკომენდაციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
#StopCoV

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები