ონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის (COVIDD19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სადეზინფექციო სამუშოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩატარდა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოა შექმნილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს ბრძანებებსა და რეკომენდაციებს. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამსახურების შემადგენლობით შექმნილია საქართველოს ყველა რეგიონში.