გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 პაციენტი რჩება

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დღეისთვის 22 პაციენტი იმყოფება. აქედან 4 სამხედრო მოსამსახურე და 18 სამოქალაქო პირი. მათგან 2 ბულგარეთის მოქალაქეა და ერთი –  ირანის. როგორც ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.
“არცერთ პაციენტზე დაგვჭირდა დამატებითი ჩარევა. ახალი შემთხვევები იყო საეჭვო და 5 ნიმუში გავგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, თუმცა ყველა უარყოფითი იყო და კორონავირუსი არცერთს  დაუდასტურდა. წინა დღეებში საკარანტინო სივრცე 4 სუბიექტმა დატოვა, მათ 2-კვირიანი საინკუბაციო პერიოდი ამოეწურათ”, – განაცხადა დავით ბარლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები