ფემიციდისა და ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები, სიმბოლურად ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს – 8 მარტს გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ქალთა ორგანიზაციის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციას ამ ფორმით უერთდებიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ ფემიციდის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.
აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად მანეკენებზე ჩაცმული კაბები გამოფინეს, რომელზეც ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები და წარწერები იყო დატანილი.