8 მარტი ქალებს ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 8 მარტის დღესასწაული ზესტაფონის ქუჩებში გამვლელ ქალბატონებს, ასევე სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს მიულოცეს და ყვავილები გადასცეს. ყვავილები და მილოცვა ათობით ქალმა მიიღო. აქცია ზესტაფონის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით დაიგეგმა. ქალთა საერთასორისო დღეს სიმბოლური საჩუქრები ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცეს.
„8 მარტს ქალბატონებისთვის განსაკუთრებული განწყობა და ემოციები ახლავს. ჩვენ შევეცადეთ სადღსასწაულო განწყობა შეგვექმნა მათთვის და შეგვეხსენებინა, რომ ქალის როლი განსაკუთრებულია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა ყველა ქალს მივულოცო ეს დღე ჩემი ქალაქიდან“,- განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ.