რუსთავის-თბილისის დამაკავშირებელ ავტობანზე ერთმანეთ 4 ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

რუსთავის-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას’ განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები