ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი გადასცა – “წლის ბოლომდე კიდევ 25 ოჯახს ექნება საკუთარი სახლი” (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე გიგა ფარულავასთან და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ფიფიასთან ერთად სოფელ ნაწულუკუში, სოციალურად დაუცველ სუბელიანების შვიდსულიან ოჯახს ახალი სახლი გადასცეს. ოჯახს, რომელსაც 3 მცირეწლოვანი ყავს, აქამდე მძიმე საცხოვრებელ პირობებში უწევდა ცხოვრება.
ნინო ვიბლიანის განცხადებით, სუბელიანებთან ერთად, ზუგდიდში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები გადაეცემა.
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თქმით, მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალი სახლების გადაცემის პროექტს აგრძელებს და ამასთან ერთად ახალ პროექტსაც იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.
მუნიციპალიტეტის მერია პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში საცხოვრებელი სახლით ჯამში 91 ოჯახი დაკმაყოფილდა, მიმდინარე თვეს კი ეს ციფრი 117-მდე გაიზრდება.