რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა ცაგერში წარმატებულ პედაგოგს 8 მარტი მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის  რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერში მცხოვრებ წარმატებულ პედაგოგს იზა ხეცურიანს ესტუმრა. გუბერნატორმა ცაგერისა და რცხმელურის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგს 8 მარტი და ახლახანს მიღებული ჯილდო – მუსიკის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიულოცა.

პედაგოგის განმარტებით, ამ ჯილდოს მიღებამ მართალია ძალიან გაახარა, მაგრამ არანაკლებ სასიხარულო იყო დღეს მხარის რწმუნებულის სტუმრობა და მისი მხრიდან ამ ჯილდოს აღიარება და დაფასება.

“ბედნიერი 8 მარტი მაქვს, ჯილდო და ჩვენი მხარის გუბერნატორის სტუმრობა და ჩემი პროფესიონალიზმის აღიარება ქალთა დღეზე ვიზეიმე. Მადლობა ყველას”, – თქვა იზა ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები