თელავის მერმა 8 მარტი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებთან ერთად მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვია და ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცა. დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფულადი საჩუქარი 72 ქალს გადაეცა.