საჩხერეში კორონავირუსი კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდგინდა – დაინფიცირებულს იტალიელ ტურისტთან ჰქონდა კავშირი
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, იტალიელ სტუმართან ჰქონდა კონტაქტი.
“ერთი შემთხვევა დადასტურდა, ანალიზის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი და კიდევ ერთს ავუღეთ ანალიზი, ველოდებით პასუხს. ამ პიროვნებას შეხება ჰქონდა, როგორც ვიცი, უცხოელებთან, თუ არ ვცდები იტალიელ სტუმართან”, – განაცხადა მიხეულ ქამუშაძემ.
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული.