დავით ზალკალიანი: მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეები ვალდებულნი არიან, 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიარონ
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები არიან, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიარონ.
მინისტრმა ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ასევე, ზალკალიანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შემოწმებისა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
„მოქალაქეებს ვთხოვთ, ასევე, გაითვალისწინონ, რომ ზემოხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის ან ამ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულები არიან, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულები არიან, რომ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიარონ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს – უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას გარკვეული შეზღუდვები წესდება და თუ ისინი ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე ქვეყნებიდან, დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულები არიან, რომ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიარონ ან წარმოადგინონ კორონავირუსზე სპეციალური მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ,”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.