ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 8 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ კიდევ სამი პაციენტი შეიყვანეს, მათი ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები საღამოს გახდება ცნობილი. მათ შორის ერთი ბავშვია.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, გუშინ საღამოს სამი პაციენტი შეიყვანეს კლინიკაში, ანალიზები კი დილით გადაიგზავნა.
ამ დროისთვის, სულ კლინიკაში 8 პაციენტის პასუხებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 9 პაციენტი იმყოფება.