აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ უკრაინას ვადა მომდევნო ხუთშაბათამდე დაუწესა, რათა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ თეთრი სახლის 28-პუნქტიან გეგმას დაეთანხმოს.
„ბევრი ვადა მქონია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად მიდის, ვადების გახანგრძლივებაა საჭირო. მაგრამ ხუთშაბათი არის ის თარიღი, რომელიც იქნება.
CNN-ის მიერ მოპოვებული გეგმის პროექტის თანახმად, ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ომის დასრულების გეგმა ითვალისწინებს კიევის მიერ ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობას, ასევე აშშ-ის მიერ ყირიმის და კრემლის მიერ იძულებითად მიტაცებული სხვა უკრაინის ტერიტორიების „დე ფაქტო“ აღიარებას, როგორც რუსეთის ტერიტორია. ის ასევე ავალდებულებს უკრაინას, შეზღუდოს თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ 28-პუნქტიან გეგმაში წარმოდგენილი მრავალი იდეა უკრაინამ და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა წინა მოლაპარაკებებში უარყვეს და ეს რუსეთისთვის დათმობად აღიქვეს.