ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) გამოფენა გაიხსნება

22 ნოემბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფელიქს ვარლამიშვილის შემოქმედება ორ კულტურულ რეგიონს უკავშირდება. წარმოშობით ქართველმა ცხოვრების დიდი ნაწილი პარიზში გაატარა, ამიტომ მისი ხელოვნება, ისე, როგორც ქართული მხატვრობა, ამ ორი სამყაროს დასავლურ-აღმოსავლური კულტურის ნიშნებს მოიცავს.
გამოფენა წინანდლის მამულში 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენას წარმოადგენს „ბაია გალერეა“.
ღონისძიების მხარდამჭერია „სილქნეტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები