ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 25 წლის ქალი ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, გოგონას მდოგომარეობა ამ დრომდე კრიტიკურალ მძიმეა. 25 წლის ქალს ხაშურის “ევექსის” კლინიკაში რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც “ევექსის” დირექტორმა, კახა ხელაძემ განაცხადა, ქალს ოპერაციის მსვლელობისას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ საზარელი ფაქტი გუშინ ქალაქ ხაშურის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ყოფილმა მეუღლემ ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არესა და მუცლის ღრუში მიაყენა. სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.