ხაშურში 25 წლამდე გოგო ყოფილმა ქმარმა დაჭრა

ხაშურში ყოფილმა ქმარმა 25 წლამდე გოგო დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქუჩაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, ქალს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყებული. ის ხაშურის „ევექსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც, ამ წუთებში, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

“გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული ბასრი საგნით. ამ წუთებში უტარდება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, კახა ხელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები