საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, ერთი ბავშვი გარდაიცვალა

ლესბოსის კუნძულთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რომლის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა.

ამის შესახებ Reuters წერს.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გადაბრუნებულ ნავს თურქული ხომალდი მიაცილებდა.

46 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ორი ბავშვი კი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საბერძნეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს პირველი ტრაგიკული შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროკავშირის საზღვრები გაუხსნა.

გარდა ამისა, გამოცემას თურქეთის უშიშროების სტრუქტურაში ორმა წყარომ განუცხადა, რომ საზღვარზე ბერძენ სამართალდამცველებთან შეტაკების დროს, ერთი მიგრანტი დაიღუპა, თუმცა ბერძნული მხარე ინფორმაციას “ფეიკ ნიუსად” აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები