საფრანგეთში სკოლის ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც 44 მოსწავლე იმყოფებოდა

საფრანგეთში, ჟერის დეპარტამენტში სკოლის ავტობუსი გადაბრუნდა, რომლის შედეგად 19 ბავშვი დაშავდა.

ინფორმაციას ჟერის პრეფექტურა ავრცელებს.

ავტობუსში სულ 44 მოსწავლე იმყოფებოდა.

ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა, ინციდენტის ადგილზე, 100-მდე მაშველი გაგზავნა.

წინასწარი ვერსიით, ავარიის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ქარი გამხდარიყო.

დღეს რეგიონში, საფრთხის “ნარინჯისფერია” გამოცხადებული. მეტეოროლოგების პროგნოზით, რეგიონს ქარიშხალი “კარინი” უახლოვდება, რომლის ქარის სიჩქარე საათში 150 კმ შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები