ნიგერიაში “ბოკო ჰარამის” მიერ სოფელზე თავდასხმის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

​ნიგერიაში, სოფელ კერავას რადიკალური დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” დაესხა თავს, რომლის შედეგად 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაზეთის Vanguard-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არინ ბავშვები და მოხუცები.

თავდასხმის შემდეგ, ადგილზე პოლიციელების დიდი რაოდენობა ჩავიდა.

ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” მოქმედებს, რომელიც განათლების დასავლურ მოდელს ეწინააღმდეგება და ქვეყნის მასშტაბით შარიათის მიღებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები