ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ანაკლია-დარჩელის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, 27 თებერვალს გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის არიან ცოლ-ქმარი. დათო სოსელია და ნანა ჯალაღონია, მესამე გარდაცვლილი კი მათი მეზობელი, მამუკა ტურავაა. ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველების ინფორმაცით, ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სისწრაფე და წვიმიანი ამინდი გახდა, რამაც მოხვეულ გზაზე მანქანის მოცურება გამოიწვია. შს სამინისტომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები