9 წლის ქველმოქმედი მხატვარი, რომელიც პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე  და უკვე პატარა მხატვარს ეძახიან.
ორი წელია, მონაწილეობს  ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაშიმე მინდა საქართველო მიცნობდეს.
ერთი წლის წინ კი მისი ორი ნახატი  დაიბეჭდა წიგნებში საბავშვო ლექსები“, „პატარა ქველმოქმედები, ეს ნახატები გაიყიდა და ქველმოქმედებას მოხმარდა.
ყველანაირად მხარში ვუდგვარ მარიამს, რომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქველმოქმედებაში, რაც თვითონაც ძალიან მოსწონს და აბედნიერებს, – ამბობს მარიამის  დედა, სოფიო ფირანიშვილი.
ახლო მომავალში 9 წლის მარიამის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ეს  მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო,  მარიამი ოცნებობს, კარგი მხატვარი იყოს. – მარიამ საღინაძის პერსონა.

 

– დავიბადე თბილისში, მალხაზ საღინაძისა და სოფო ფირანიშვილის ოჯახში. ორი უფროსი ძმის პატარა ნებიერა და ვარ.
– პირველი ნახატები…
– ხატვა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როდესაც ბაღში დავდიოდი. ჩემი პირველი ნახატები  ძალიან ფერადი და მხიარული იყო. მოგვიანებით კი მშობლებმა შემიყვანეს სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო სკოლაში, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ.
–  ფერები…
– მომწონს თბილი ფერები, თუმცა ჩემი საყვარელი ფერი მწვანეა.
– პირველი გამოფენა…
– პირველად მონაწილეობა მივიღე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაში, რომელიც გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში.
– ათეულობით გამოფენაში მონაწილეობდი…
– მათ შორის გამორჩეული იყო რიგაში, ქალაქ ტურიბაში გამართული საბავშვო ფესტივალი. ჩემი და ჩემი მეგობრების ნამუშევრები დღემდე გამოფენილია რიგის საქართველოს საკონსულოში.
–  ორი წელია, მონაწილეობ  ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაშიმე მინდა საქართველო მიცნობდეს...
– 2017 წლის 18 დეკემბერს, კომპანია ,,კრეატივ ივენთის“ ორგანიზებით, პირველად ჩატარდა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა – ,,მე მინდა საქართველო მიცნობდეს“, სადაც გამოფენილი იყო ჩემი ნახატი „ზებრა“.
ეს გამოფენა გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში.
2019 წელს ეს ღონისძიება ჩატარდა სასტუმრო „ბილტმორში“, რომლის ორგანიზატორი კვლავ „კრეატივ ივენთი“ იყო და გამოიფინა ჩემი ნახატი „ყვავილები“.
– „თავისუფალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოცემულ კრებულში „საბავშვო ლექსები“ ორი ნახატი შევიდა, რომელიც გაიყიდა და თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. როგორ ემზადებოდი  ამ დღისთვის?
– ხათუნა გელაშვილის ორგანიზებით გამოცემულ კრებულში – ,,საბავშვო ლექსები“ შევიდა ჩემი ნახატი ,,ზებრა“. მოგვიანებით კი გამოიცა წიგნი ,,პატარა ქველმოქმედები“, სადაც დაიბეჭდა ჩემი ორი ნახატი – ,,გოგონა“ და ,,ტყის დედოფალი“. ეს ნახატები გაიყიდა, თანხა კი მოხმარდა ქველმოქმედებას. ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა. მზად ვარ, ყოველთვის შევიტანო წვლილი სხვადასხვა სახის ქველმოქმედებაში და ვაკეთო სიკეთე.
–  როდის ხატავ?
– ვხატავ ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის. შთაგონების წყარო შეიძლება ნებისმიერი გარემო გახდეს, იქნება ბუნება, საინტერესო სურათი თუ უბრალოდ ჩემს გონებაში წარმოსახული ილუზია.
– რომელი საგნები გიყვარს და როგორ უთავსებს სწავლას და ხატვას ერთმანეთს?
– უზომოდ მიყვარს მათემატიკა. ვცდილობ, ვიყო როგორც კარგი მხატვარი, ასევე კარგი მოსწავლე.
–  რას გაიხსენებდი?
– ეს ნახატი დავხატე ორი წლის წინ, ჩემი და ჩემი მეგობრის, ნიაკოს ფოტოს მიხედვით. ნიაკო მანგლისში გავიცანი, ფოტოც იქ არის გადაღებული. როცა ამ ნახატს ვუყურებ, მახსენდება ის ბედნიერი წუთები, რომლებიც ერთად გავატარეთ. ეს ნახატი კი ჩვენი უსასრულო მეგობრობის დასტურია.
პერსონალური გამოფენისთვის ემზადები…
– ახლო მომავალში იგეგმება ჩემი პერსონალური გამოფენა. ამით ჩემი ყველაზე დიდი და ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ოცნება ამისრულდება – გამოიფინება ჩემი გამორჩეული ნამუშევრები: პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ანიმაციის გმირები და გრაფიკული ნახატები.
ეს დღე  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირშესანიშნავი იქნება.
– საყვარელი მხატვრები…
– ჩემი საყვარელი მხატვარია ელენე ახვლედიანი. მომწონს მისი არაჩვეულებრივი ტექნიკა და ფერთა შეხამება…
– ჰობი…
– ხატვა, ხატვა და კიდევ ხატვა!
– მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს პატარა გოგონა შემამჩნია და მეხმარება ჩემი მიზნების ასრულებაში. მინდა მათ იმედები გავუმართლო და ჩემით იამაყონ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები