გერმანიაში პროპელერიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია ორი ადამიანი

გერმანიის ჰესენის შტატში, აეროდრომთან ახლოს, მცირე ზომის პროპელერიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას DPA ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ცენტრალურ ჰესენში, პოლჰაიმში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ორივე პირი დაიღუპა“, – ნათქვამია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში ორი ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი თვითმფრინავს მართავდა.

DPA-ს ცნობით, პროპელერიანი თვითმფრინავის ნამსხვრევები ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მახლობლად ხორბლის ყანაში ჩავარდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, საავიაციო შემთხვევების გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტებთან ერთად, ავარიის მიზეზებს კვლავ იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები