„თითოეული ნამუშევარი შექმნილია დიდი პასუხისმგებლობით, ფიქრით, ემოციით“ – ქეთევან ბეგიაშვილი, ბარელიეფის პრინციპით დამზადებული ხელნაკეთი გვარები და „ოქროსფერი ბროწეულები“

დაიბადა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. დაამთავრ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პროფესიიარ მუშაობს, ხელნაკეთებს დაახლოები ერთი წელია  ამზადებს. საუკეთესო  საჩუქარია ჩარჩოში ჩასმული ვაზები და ყვავილები, ამ ბოლო დროს აქტიურად  ამზადებ ჩარჩოში ჩასმულ ხელნაკეთ გვარებს. – ქეთევან ბეგიაშვილის პერსონა.

– დავიბადე გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. პატარაობიდან ფიქრი უფრო მიყვარდა, ვიდრე ლაპარაკი. მიყვარდა გარემოს დაკვირვება, ბუნების საოცარ ფერებს გულგრილად ვერ ვუყურებდი და სურვილი მქონდა,. მეხატა, თუმცა ხატვას განსაკუთრებული ნიჭი და უნარები სჭირდებოდა. მახსოვს, დედამ მიყიდა წიგნი ,,ფანტაზია და მარჯვე ხელები”. ამ წიგნიდან ვსწავლობდი დეკორაციების შექმნას და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. იმ პერიოდში მუსიკით უფრო ვიყავი გატაცებული. ყველა სასკოლო ღონისძიებაში აქტიურად ვმონაწილეობდი, ვმღეროდი. მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე და ვფიქრობდი კიდეც, გავყოლოდი ამ სფეროს, მაგრამ ასე არ მოხდა.
–  პროფესიით არ გიმუშავიათ… ამ ბოლო დროს ხელნაკეთებს ამზადებთ….  პირველი ნამუშევრები.
– პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ არასდროს მიმუშავია. ჩემი დრო დავუთმე შვილების აღზრდას. პარალელურად ვცდილობდი ჩემი თავის პოვნას რაიმე სფეროში. მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რასაც ყველგან ვერ შეხვდებოდი. დროდადრო ვამზადებდი დეკორატიულ ნივთებს საჩუქრებად, მაგრამ სერიოზული გაგრძელება არ ჰქონდა.
დაახლოებით ერთი წელია, დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ვისი დამსახურებაცაა ეს ყველაფერი. ვინც სტიმული მომცა, ფინანსური და მორალური მხარდაჭერა გამიწია, დამაჯერა ჩემს შესაძლებლობებში და ჩემი თავი მაპოვნინა, ეს არის ჩემი მამიდაშვილი, ეკატერინე მამულაშვილი. ადამიანი, რომელიც დაუღალავ და უანგარო თანადგომას მიწევს. აბსოლუტურად მის კისერზეა ნამუშევრების სოციალურ ქსელში განთავსება, შეკვეთების მიღება, კომენტარების თუ შეტყობინებების პასუხების გაცემა იმისთვის, რომ მე ვიმუშაო მშვიდად.
– ამზადებთ სათამაშოებს, ნაძვის ხის მოსართავებს…  ხელნაკეთ ხილს და ყვავილებს,  რომლებიც საუკეთესო საჩუქარია…
– დავამზადე ნაძვის ხის უამრავი მოსართავი, ჩარჩოში ჩასმული ვაზები და ყვავილები. რომლებსაც, საჩუქრის სახით იძენენ, როგორც განსხვავებულსა და ორიგინალურს.
მასალას  ვიყენებ ჯვალოს ქსოვილს და ძაფს, ტექსტილის საღებავებს, ხავერდის და აბრეშუმის ქსოვილებს და ყველაზე მთავარი რაც არის, ჩემი გამოცდილებით და ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაციით, დავამუშავე სპეციალური საძერწი მასალა, რომელიც საკმაოდ გამძლე და მყარია. ჩემი ნამუშევრებიდან გამოვყოფდი თავდაპირველ ნაკეთობას – „ოქროსფერი ბროწეულები”, რომელიც გამოფენაზეც იყო წარდგენილი და საბოლოოდ საბერძნეთში გაემგზავრა.–   ბარელიეფის პრინციპით ხელნაკეთ გვარებს ამზადებთ.  რამდენად გეხმარებათ მატერიალურად ოჯახს შემოსავალი?
– ბოლო პერიოდში აქტიურად ვამზადებ ჩარჩოში ჩასმულ ხელნაკეთ გვარებს. ამაშიც ბავშვობის დროინდელი გატაცება მეხმარება. ყოველთვის მიყვარდა ასოების მხატვრულად გაფორმება. კალიგრაფიული ასოებით გვარების ამ ტექნიკით გამოსახვას ვერსად შეხვდებით. კეთდება ბარელიეფის პრინციპით. მოგეხსენებათ, თითოეული ადამიანისთვის რამდენად საამაყოა საკუთარი გვარი და წარმომავლობა, შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია. გამოდის, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროდაც იქცა, რომელიც ოჯახის ბიუჯეტში ჩემი წვლილის შეტანის საშუალებას მაძლევს
– როგორ მზადდება ხელნაკეთი ოჯახის ხე?
– ოჯახის ხე დავამზადე შემკვეთის თხოვნით. მისი სურვილი იყო, რომ ოჯახის წევრების სახელები ხეზე განთავსებულიყო. განთავსდა ფოთლებზე და  ძალიან ლამაზიც ამოვიდა.–  საინტერესო ისტორია.
– თითოეული ნამუშევარი შექმნილია დიდი პასუხისმგებლობით, ფიქრით, ემოციით… განსაკუთრებით მახსენდება ნამუშევარი – „თანა” სიყვარულია, რომლის დამზადებისას საოცარი სითბო ვიგრძენი გულში. შეგვიკვეთა ბათუმის შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრმა ,,თანა”. მე და ჩემმა მამიდაშვილმა გადავწყვიტეთ, საჩუქრად გაგვეკეთებინა და ძალიან მიხარია, რომ სულ პატარა წვლილი შევიტანეთ მათ სიხარულში.– ოჯახის საქმეები თავისას მოითხოვს, შემოქმედება – თავისას. როგორ ასწრებთ ყველაფერს?
– ყველაფრის იდეალურად მოსწრება ალბათ შეუძლებელია, ძალიან შრომატევადია, რასაც ვაკეთებ, დიდ დროს მოითხოვს და ოჯახის წევრებს ალბათ რაღაცას ვაკლებ. როცა ბევრი შეკვეთაა, მითქვამს, რომ ვერ მოვასწრებ, მაგრამ უფალი მაძლიერებს და დროზე ადრე ვაბარებ შეკვეთებს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა შემკვეთს, სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების ქვეშ ყველა კომენტარის ადრესატს, ემოციისთვის და გამოხატული სითბოსთვის, ასევე ოჯახის წევრებს და ახლობლებს – გვერდში დგომისთვის. ეს უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის.
ოჯახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ძალა ჩემს ცხოვრებაში. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილი, ვარ მესამე შვილიშვილის მოლოდინში.– ჰობი…
– ჩემი ჰობი ჩემს საქმიანობად არის ქცეული
– სამომავლო გეგმები.
– კონკრეტული სამომავლო გეგმები დასახული არ მაქვს. საკუთარი თავის ყველაზე კრიტიკული შემფასებელი მე ვარ და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ჩემს განვითარებაზე, ნამუშევრების დახვეწაზე და ახალ იდეებზე. დასანანია, რომ ბევრი წელი დავკარგე, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მაპოვნინა ჩემი თავი ჩემთვის საყვარელ საქმეში.

                                                                           

                                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები