კრასნოდარის მხარეში ნავთობსაცავზე დრონებით შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობსაცავზე დრონებით შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და რუსული მედია იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი პოლტავსკაიას დასახლებაში მოხდა. რუსეთის მხარის ცნობით, ობიექტზე ხანძარი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა, ხოლო უკრაინული და დასავლური მედია შემთხვევას უკრაინულ შეტევას უკავშირებს.
ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ახორციელებს დრონებით დარტყმებს რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის საცავებზე.