ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მზად არის ვენესუელას დახმარება გაუწიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან შესაბამის უწყებებს დაავალა, ვენესუელაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით სწრაფი რეაგირებისთვის მზად იყვნენ.

„ვენესუელას დიდებულ ერს ორი ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს, ორივე მასშტაბური იყო და სიცოცხლის დამანგრეველი დანაკარგები გამოიწვია. შეერთებული შტატები მზადაა, სურს და შეუძლია დახმარება! მე დავავალე ჩვენი მთავრობის ყველა ნაწილს, მზად იყვნენ სწრაფად იმოქმედონ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ახალ და დიდ მეგობრებს გვერდით დაუდგება.

ცნობისთვის, ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები