“მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც ის თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი
“მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც ის თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მან განაცხადა, რომ ეს დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხთან, ოჯახებთან ურთიერთობა ჰქონოდა და აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან, როდესაც ოჯახები, მეგობრები იკრიბებიან, პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ და შემდეგ – მშვიდობას და საქართველოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილნა განაცხადა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აგენტურული ჯგუფები მოქმედებენ გარე დაკვეთით და ერთადერთი, რაზეც ერთმანეთთან კამათი მოსდით, არის ის, თუ “ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს”.
“ის კი არა, რომ არ იციან რა ეკონომიკური საზრუნავი, რა პოლიტიკური საზრუნავი, რა შიშები, რა ოცნებები აქვს ხალხს – არათუ ეს არ იციან, ელემენტარული საბაზისო საკითხები არ იციან და ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე პირველ სადღეგრძელოდ უფლის სადიდებელი ითქმის. ასე რომ, მადლობა მას ამისთვის. მან ფაქტობრივად მთავარი სათქმელი უკვე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის და საბოლოოდ დასვა ამ აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი.
რაც შეეხება მათ შემდეგ ნაბიჯებს, მთავარი პრობლემაა, რომ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც საერთოდ ვინმეს წარმოადგენენ. ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით და ერთადერთი, რაზეც ერთმანეთთან კამათი მოსდის, ეს არის კამათი არა იმაზე, თუ როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ – ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს და ვინ იქნება მათი დაკვეთების უკეთესი შემსრულებელი და ვინ უფრო მეტ ნადავლს მიართმევს ლანგრით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.