„ჩემი შემოქმედება ჩემი სულის საუკეთესო მეგობარია“ – ემიგრანტი პოეტი თამარ კაკაურიძე, რომლის ლექსიც „ზღვა თვალებში“ სიცილიაში ფესტივალზე საუკეთესო ათეულში მოხვდა

პროფესიით  ექიმიბიოლოგი და  დიზაინერი.  ემიგრაციაში დაიწყო ლექსების წერა.
არის 25 კრებულის თანაავტორი, ორი პერსონალური ლექსების კრებულის – „ლურჯი ფრინველიდააზიმუტი“ (მრავალენოვანი) ავტორი.
მრავალი პრიზისა და დიპლომის მფლობელი.
2024 წლის 15 მაისს არჩეული იქნა დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორად; 2023 წელს გახდა პერსონა – 2023“ .
2025 ლს სიცილიაში გამართლი იტალიური ფესტივალის  ფედერიჩიანოს ფინალისტი.
ილია მართლის (ჭავჭავაძის ) გაზეთივერიისსახელობის პროზაპოეზიის საერთაშორისო
ნტეგრირებული პრემიაივერიისოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში; შემოქმედებითი გაერთიანებატყეშაველისწარმომადგენელი ევროპაში.
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსემეც გამოვცადე ემიგრაციის სირთულეები და შევძელი ღირსეული გადარჩენა“. – იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის და პოეტის, თამარ კაკაურიძის პერსონა.

   ამაყობთ ოჯახით…   შთამბეჭდავი ისტორიით…
– ნიკოლოზ კაკაურიძის შთამომავალი ვარ, ივანე კაკაურიძის ვაჟის, რომელიც ნიკიფორე გვანცელაძესთან ერთად მეეტლეების უბნის მესაკუთრე იყო (ბერი თევდორეს ქუჩა, ყოფილი 26 კომისრის). მათთან დამზადდა ეტლი, რომლითაც დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა – ლეჩხუმში. მათი ოჯახისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინახება  ქუთაისის მუზეუმში და ვერა – ლონდა ჯიქიამ ამ ოჯახზე დაწერა წიგნი „წარსულის მოგონებები“.
დავიბადე ვარდობისთვეში, სავარდო და სამაისო ქუთაისში. დავამთავრე ქუთაისის მესამე საშუალო სკოლა და წარჩინებით – ქუთაისის სამედიცინო ტექნიკუმი. შემდეგი ნაბიჯი იყო იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი – ბიოლოგიის სრული კურსი, სადაც მივიღე ექიმ-ბიოლოგის კვალიფიკაცია და სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობის ოთხი სერტიფიკატი.
–  ექიმი, ბიოლოგი და დიზაინერი ხართ. თქვენი ნამუშევრები არაერთხელ გაშუქდა სატელევიზიო ეთერით და პრესაში…
– ჩემი პროფესიული საქმიანობა დაიწყო ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიის მიმღებ განყოფილებაში. ასევე ვმუშაობდი საბავშვო ბაღში, რომელიც იმავე ბაზაზე ფუნქციონირებდა.
ჩემს ცხოვრებაში სულ მალე სამედიცინო სფერო შეცვალა იმ საქმის სიყვარულმა, რაც გულისხმობდა ესთეტიკას, ფერებსა და განწყობების შექმნას. ინტერიერ-ექსტერიერისა და სადღესასწაულო დიზაინში ჩემი პირველი ნაბიჯები  მალევე გარდაიქმნა პროფესიად და  ამ მიმართულებითაც არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელე. ჩემი ხელწერა ჩანდა მრავალ მნიშვნელოვან სივრცეში: – პიქსელის 2 წლის იუბილე კარფურში – “GROSS”-ის უზარმაზარი  საღამო „ბაგრატიონში“ და სხვა მასშტაბური ღონისძიებები…
–    არასამთავრობო ორგანიზაცია: მარადიული გენიასდირექტორის მოადგილე იყავით…
– ჩვენმა ორგანიზაციამ  საქართველოს მასშტაბით განახორციელა, ნახევრად დაფინანსებადი პროექტი – „საქართველოს მედიცინა“, რომელიც გამოიცა სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში. წიგნი -კატალოგი იყო: საინფორმაციო, ინოვაციების აფიშირება სამედიცინო სფეროში და ასევე ცნობარის დატვირთვით.
–   რატომ გადაწყვიტეთ სამშობლოს დატოვება?
– ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე… მეც გამოვცადე ემიგრაციის სირთულეები და შევძელი ღირსეული გადარჩენა. 2017 წელს, მშობლების გარდაცვალების შემდეგ,  იძულებით დავტოვე საქართველო და ემიგრაციაში წავედი.
–   შვილი ლალიტა ლომთაძე კანის ფესტივალზე წარმატებით წარდგა…
– მძიმე გადაწყვეტილების ფონზე უკან დარჩა ორი ქალიშვილი, რომლებიც ერთმანეთის იმედად გაიზარდნენ (სიამაყით აღნიშნავს, რომ  შვილებს ჰყავთ საუკეთესო მამა).
ყოველთვის მადლობას ვწირავ  უფალს იმ სიყვარულისა და ძალისთვის, რაც ოჯახმა  მისცა.  უფროსი ქალიშვილი ლალიტა ლომთაძე – მომღერალი და იურისტია, რადიო „დარდიმანდის“ წამყვანი. მან 2025 წელს ფართო საზოგადოებას წარუდგინა მუსიკალური კლიპი, მისი პირველი საკუთარი სიმღერა. სიმღერის კომპოზიტორია  ეკა ალიგბერაშვილი, ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე. 2026 წელს იგი მოხვდა კანის 79 – ე კინოფესტივალზე, რაც მოხდა სამოდელო სააგენტო „კატრინთან“ თანამშრომლობით (დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი). მას სამჯერ ერგო წილად წითელ ხალიჩაზე ოფიციალური ვიზიტი.  Carlton Cannes-ში გამართლი კანის ფესტივალის პირველი ჩვენება სიმღერით გახსნა ლალიტამ, რაც ყველა ქართველისათვის საამაყოა.მისგან ინტერვიუ აიღო ცნობილმა შოუმ – The Martin Talk Show. ლალიტას ჰყავს მეუღლე – მომღერალი გიორგი ჭიალაშვილი და ორი შვილი: ლუკასი და თომასი. გიორგი  2025 წლის პროექტ – „საქართველოს ხმის“ ფინალისტია. გიორგი  უნიჭიერესი, ცნობილი და წარმატებული მომღერალია. 2026 წლის 19 – 21 ივნისს, ლალიტამ და გიორგიმ მიიღეს ოფიციალური მიწვევა ისრაელში, აშთოდში, საერთაშორისო ფესტივალი “MERIDIANO”-ს   ფარგლებში. ისინი დიდი სიყვარულით ელოდებიან თავიანთ ქალაქში სოლო კონცერტის ჩატარებას. ყველასათვის შესამჩნევი გახდა, რომ ლალიტა და გიორგი  ძალიან არიან ბათუმზე შეყვარებულები და მათი ხშირი კონცერტები ბათუმში, ცნობილი ინფლუენსერის ნათია თოფჩიძის დამსახურებაა.
მეორე ქალიშვილი – თეკლა ლომთაძე, ოჯახში ყველაზე მშვიდი, უნიჭიერესი და განათლებული გოგოა. მან თავისუფალი უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი და 2025 წელს დაამთავრა. ამ ეტაპზე მუშაობს მის სფეროში მწვერვალების დასაპყრობად.
ემიგრაცია ჩემთვის მხოლოდ ფიზიკური გადაადგილება არ ყოფილა, ეს იყო ერთგვარი გამოწვევა და ბრძოლა.
ლექსების  ორი  კრებულის  – „ლურჯი ფრინველიდააზიმუტი“ (მრავალენოვანი) ავტორი ხართ. როგორ დაიბადა პირველი კრებული. რატომ „ლურჯი ფრინველი“ და რამდენად მნიშვნელოვანი იყო გზა მეორე კრებულამდე? ანუ გზა განცდიდან განცდამდე?
– პირველი პოეტური კრებული – „ლურჯი ფრინველი“ თანამედროვე ქართული პოეზიის შთამბეჭდავ და სიღრმისეულ ხმად ჩამოყალიბდა. „ლურჯი ფრინველი“ – სულიერი მოგზაურობაა ჯადოსნურ სამყაროში. ეს წიგნი გახდა ჩემი სულიერი გადარჩენა ემიგრაციაში, იყო ხმის მიცემა დუმილისთვის, რომელსაც  გულში ატარებს. ეს წიგნი ჩემთვის იყო ემოციური გადარჩენის ფორმა – ხმა, რომელსაც საკუთარი თავი ვიპოვე.  კრებულში თავმოყრილია ლექსები სიყვარულზე, რწმენაზე, ტკივილზე, სიხარულზე, ოჯახზე და იმაზე, რაც ყველა ადამიანისთვის საერთოა. წიგნის რედაქტორია პოეტი – ნინო როსტიაშვილი, ხოლო მთავარი რედაქტორი –  მანანა გორგიშვილი.მეორე ლექსების კრებული „აზიმუტი” შედგება 115 ლექსისაგან და 9 ენაზე ითარგმნა. გამომცემელ-რედაქტორია – ნუგზარ ჭიაბერაშვილი, მთავარი რედაქტორი – ნინო მოდრეკილაძე, იტალიური თარგმანების რედაქტორი – ლილიანა დე მარტინო. წიგნის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მეგობარს, იტალიური ენის აკრედიტებულ მთარგმნელს – მანანა ტაბატაძეს.
წინა ყდის მხატვარია: ქეთო არჩვაძე. 1. იტალიურ ენაზე მთარგმნელი: მანანა ტაბატაძე, სოფო ბუკია, ანა ქურასბედიანი; 5 ფიქრია კუჭუხიძე, რაფაელე ტრიტო ზოპოხ, ალესანდრო რუსსო. 2. ფრანგულ ენაზე მთარგმნელი: ანნა ლიპარტელიანი. 3. უკრაინულ ენაზე მთარგმნელი: მარინა ვასილჩუკი. 4. თურქულ ენაზე მთარგმნელი: თეა თეთრაძე, მელანია თურქმენი. 5. ბერძნულ ენაზე მთარგმნელი: სანდი დელაფეტი. 6. ესპანურ ენაზე მთარგმნელი: თამარ კვირიკაშვილი. 7.არაბულ ენაზე მთარგმნელი: მაჯიდ რაისი. 8. გერმანულ ენაზე მთარგმნელი: მამუკა ლიპარტელიანი. 9. ივრითულ ენაზე მთარგმნელი: რიმა შიმშილაშვილი..
„აზიმუტის“ პრეზენტაცია გაიმართა იტალიის ქალაქ მატერაში – წიგნის სახლ LIBRERIA DI GIULIO-ში.
ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზაპოეზიის საერთაშორისო ინტეგრირებული პრემია ივერიასოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში  აქტიურად ხართ ჩართული სხვადასხვა ქართულ დიასპორულ კულტურულ  საქმიანობაში…
– პრემია „ივერიის“ უფლებამოსილება გადმომცა ამ ორგანიზაციის დამფუძნებელმა, დირექტორმა (თავმჯდომარემ), ბატონმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.2024 წლის ივნისში, იტალიის ქალაქ მატერაში (პირველად ევროპაში) ჩატარდა პრემია „ივერიას“ სიმბოლური დაჯილდოება და მას მოჰყვა სრულიად საემიგრაციოს დადებითი ემოციები და გამოხმაურება. პრემია „ივერიას” დიდი აღიარება მოიპოვა იტალიაში და დაიწყო მოგზაურობის საუკეთესო კვირეულები: რეჯო  კალაბრიაში  (ხათუნა ქარაია); ნეაპოლიში (ლაურა სარალიძე); ბარიში (ფიქრია კუჭუხიძე), საფრანგეთში ( Eka T. Salli და ნანა ლიპარტელიანი).
დავასახელებ პრემია „ივერიის” ორგანიზატორებსა და სულისჩამდგმელებს მატერაში.  მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდით. ესენი არიან: პაოლო გრეკო, რენატო ფესტა, ფრანკო ფონტანა, ბრუნო ფინამორე, გურანდა გაბრავა, ინგა ივანეიშვილი, შორენა დუმბაძე, მანანა ტაბატაძე, მაგული ღვინიაშვილი, ანა ქურასბედიანი
2025 წლის 21 დეკემბერს  მატერაში, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ჩატარდა პრემია „ივერია“ და ქალაქის მერიამ ფესტივალი შეიყვანა საახალწლო ღონისძიებათა ნუსხაში.
2026 წლის 2 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი წიგნის ფესტივალი „ივერია“, სადაც თანაწამყვანი ვიყავი. 2026 წლის 3 მარტს, საქართველოში გაიმართა პრემია „ივერია“ და გამოვლინდნენ 2026 წლის ნომინანტები, სადაც ვიყავი თანაწამყვანი, ცნობილ მსახიობთან – ბატონ მამუკა პავლიაშვილთან ერთად.– ერთი ლექსი….
– ეს ორი ლექსი არის ჩემი ცხოვრების. პირველ ეტაპზე ძალიან დაბნეული ვიყავი, მეორე ეტაპის ლექსი მაშინ დაიწერა, როდესაც  უკვე ფეხზე დავდექი და გავძლიერდი…

არაფერი სხვა
……

დღეს მინდა კენჭები დავითვალო ზღვის.
სანაპიროა – არც მწვანე, არც ლურჯი…
მზე წითელია…
ფერების მარაზმი, ჩემს ხასიათთან მუხლმოყრილი…
და ვედრება უცნაურ  ზღვის…
აუტანელი ხასიათით და გადაღლილი თვალებით ცქერა…
თუ როგორ იხრჩობს თავს ჟანგბადი…
და იცი, იცლება ქვიშის საათში
უკანასკნელი მარცვლები მტვრის…
და დაგეწყება გარდაცვალება კადრების…
ამ უჰაერო ერთ ოთახში უსულოდ ხედავ
მექანიკური აპარატის შუქს,
როგორ გადაჰყავს გაცრეცილ კედელზე წარსულის ხსოვნა,
იმ ერთი დღის…
ეს ყველაფერი გეზიზღება
და გენატრება…
გინდა, კედლიდან ჩამოგლიჯო
ყველა წამი
იმ ერთი დღის…
მაგრამ ჩრდილია…
ეს იცის მან და ასე უტეხად აგრძელებს დღის
დემონსტრირებულ სურვილს – განმეორების…
შემეშალა უჯრედებში ყველა ქრომოსომა…
და ვყვირი:
„შემეშვი…
მე დაგისრულე გარდაცვალება…”
ხვალ ამ კედლებსაც გადავღებავ
იმ ჟანგიანი აპარატის შუქის ფრად,
რომ ყველა კადრი გადაიცრიცოს,
იმ ერთი დღის…
ჰოო…
იმ დღის…
მე ვტოვებ დედამიწას…
გამიღეთ რაზები!
აქ ორნი ერთად ვეღარ ვეტევით…
და წავალ იქ…
იქ, სადაც მზის შვილებს,
ახალშობილებს…
არ ეხსომებათ არც ერთი კადრის მოგონება
იმ ერთი დღის…

Nient’altro
…..

Oggi desidero contare i ciottoli.
la costa del mare – né verde, né blu…
Il sole rosso…
mille colori,
inginocchiati al mio umore…
la supplica di un cielo strano…
Di un carattere intollerabile
e di uno sguardo dagli occhi affaticati,
mentre l’ossigeno se stesso strangola…
E la sabbia defluisce nella clessidra,
poi, gli ultimi chicchi di polvere…
E il trapasso avrà inizio…
e vedi, senz’anima, quest’unica camera priva d’aria,
La luce di un meccanismo
sul muro sbiadito proietta
la memoria del tempo andato, di quell’unico giorno…
Vuoi rimuovere dalla parete
ogni secondo…
ma è solo un’ombra…
I cromosomi impazziscono nelle cellule…
Urlo: “vattene… lasciami stare…”

Ho terminato il trapasso.
Domani ridipingo questi muri,
del tono della luce di quella macchina arrugginita,
perché ogni fotogramma sia vagliato,
di quell’unico giorno…
sì, di quell’unico giorno…
Sto lasciando il pianeta…
Aprite la porta!

Qui in due non possiamo più starci…
E andrò là,
dove nei neonati, figli del sole,
non avranno memoria di alcuno scatto,
di quel giorno di oscurità…

Autrice di poesie : Tamari Kakauridze
Mediatrice linguistica: Manana Tabatadze

მე ისევ აქ ვარ
…..

მე ისევ აქ ვარ,
დროის ნაპრალში, ჩარჩენილი სუნთქვით და შიშით…
ხვალ გვერდს აგივლი,
როგორც მძიმედ, დათოვლილ და ძველ  სახურავებს…
ვიხსენებ ამბორს,
ოქროს მტვერით გადაფერილ დღეებზე ფიქრში…
ისევ ვარ შენი
და იმ პირველი სიყვარულის ცოდვაში ვიბრძვით…
გინახავ ჩემში,
როგორც ქვაში, ვით მილიონი წლის წინ ჩაკირულ, უსულო პეპლებს…
ჩვევა ხარ სისხლში,
ხარ ის ნაბიჯი, გზას რომ არ ითხოვს და არასდროს არ გაგცვლის სხვაში…
მსურდა გამოცდა შეხვედრებში,
ღირდა თუ არა დაბრუნება, იქ სადაც მყავდი, ჩუმად და კრძალვით…
შენ არ ხარ ლანდი,
არც მოგონება, შენამდე მხოლოდ, ნახევარი სუნთქვით ვარ დღესაც…
ცხოვრება ვკემსე, ტკივილთან და ცრემლებთან ერთად,
უშენოდ ყოფნის მარტოობა, დამარცხდა შენთან…
როდესაც ეჭვი მიმატოვებს, ყოველდღე ლოცვით,
ყველაზე მძიმე პასუხის დროს, შენს ჩრდილად მოვალ…

Sono ancora qui…
……

Sono ancora qui, in una crepa del tempo,
con il respiro sospeso e la paura nel cuore.
Domani ti passerò accanto,
come ai vecchi tetti
gravati di neve e di memoria.
Ricordo quel bacio,
mentre il pensiero indugia
su giorni velati da polvere d’oro.
Sono ancora tua,
e nel peccato del primo amore continuo a combattere.
Ti custodisco dentro di me,
come farfalle senza vita,
murate nella pietra da milioni di anni.
Sei un’abitudine nel sangue,
sei quel passo che non cerca sentieri
e non saprà appartenere ad altri.
Avrei voluto mettere alla prova gli incontri,
sapere se davvero valesse il ritorno
là dove ti tenevo, in silenzio,
con timore e devozione.
Tu non sei un’ombra, né un ricordo.
Senza di te ancora oggi respiro a metà.
Ho ricucito la mia vita
con il dolore e con le lacrime,
e la solitudine dei giorni senza te
si è arresa alla tua presenza.
Quando il dubbio mi avrà lasciata,
nella preghiera che ripeto ogni giorno,
nell’ora della risposta più difficile,
verrò da te,
e mi farò ombra ai tuoi passi…
Autrice di poesie : Tamari kakauridze
Mediatrice linguistica: Ana Qurasbediani

– მიღებული გაქვთ უამრავი დიპლომი და ჯილდო…
– 2023 წელს გავხდი „პერსონა – 2023″. 2024 წლის 15 მაისს ამირჩიეს დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორად. 2025 წლის 5 მარტს გავწევრიანდი საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირში. 2026 წელს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა „ქართული დესპანის წოდება“  და გადმომეცა თამარ მეფის ენდელმა და ჯვარი. 2025 წლის 16 ივნისს საქართველოს ქალთა საბჭომ გადმომცა მადლიერების სიგელი, ევროპაში ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის. ვარ პრემია „ივერიის“ ორგზის მედალოსანი. მიღებული მაქვს უამრავი დიპლომი, სიგელი და მედალი: თურქეთში, საბერძნეთში, იტალიის ქალაქ – რეჯიო კალაბრიაში, ბარსა და ნეაპოლიში. ქართული კულტურის პოპულარიზაციას და კულტურული მეგობრული ხიდის აშენებისათვის, ასევე დაფასდა ჩემი ორიგინალური და განსხვავებული შემოქმედება.–  იტალიაში, სიცილიაში ფესტივალზე წარმატება გხვდათ წილად…
– 2025 წელს სიცილიაში, იტალიურ ფესტივალზე – „ფედერიჩიანო“, რომლის მონაწილეების რაოდენობა გახლდათ 6800 პოეტი, გავხდი ფინალისტი 10 პოეტს შორის ლექსით – „ზღვა თვალებში”, რომელიც თარგმნა მანანა ტაბატაძემ.
– იტალიის ქალაქ ბარიში არის საკონსულო. როგორ თანამშრომლობს საკონსულო საემიგრაციოსთან, დიასპორასთან?
– მინდა აქვე აღვნიშნო, რომ იტალიაში, ბარის საემიგრაციოში ძალიან დიდი სამეგობრო მყავს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მიყვარს მათთან ერთად ყოფნა.
უდიდეს მადლიერებას გამოვთქვამ ქართული გენერალური საკონსულოს მიმართ ქალაქ ბარიში – გენერალური კონსული ირაკლი ქოიავა, ვიცე კონსული – მარიამ ალფაიძე და საოცარი საორგანიზაციო ჯგუფი – ნინო ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით.
– საქველმოქმედო ინიციატივების ავტორიც ხართ…
– ვარ შემოქმედებითი გაერთიანება „ტყეშაველის” ევროპის წარმომადგენელი. დამფუძნებელია ირინოლა ტყეშაველი-ხურციძე. მუდმივად ჩართული ვარ ლიტერატურულ საღამოებსა და კულტურულ ინიციატივებში როგორც იტალიაში, ისე ევროპაში. ორგანიზაციამ საკვირაო სკოლა „იმედის“ ბავშვებს (სკოლის დამფუძნებელი ცინარი ღვალაძე) გაუგზავნა საჩუქრად წიგნები.
– ჰობი…
– დიზაინი, ხელნაკეთი ყვავილების თაიგულების, საახალწლო დეკორაციების გაკეთება და
– როგორც ვიცი, ეს ზაფხული დატვირთული გექნებათ…
– დიდი  გეგმები  მაქვს: 18 ივნისს მივემგზავრები იტალიის ქ. რომში (ჩივიტავეკია), გალა დაჯილდოებაზე. პრემია „ივერიის“ რომის ოფიციალური წარმომადგენელი – ბოლქვაძე ირინე. სპონსორი – საქართველოს საპატიო საკონსულო იტალიაში გენერალური პარტნიორი – საქართველოს საელჩო იტალიაში. პრემია „ივერიის” მოგზაურობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არის საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია.
27 – 29 ივნისს მიწვეული ვარ საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებებში, რომლებიც გაიმართება რუმინეთში – ხელოვნებისა და ტრადიციების VI საერთაშორისო ფესტივალშ „რუმინული ნაქარგის პერანგის დღეები – პოეზიის დღეები“.  გაიმართება რუმინეთში, მარამურეშის ოლქის ქალაქ ტირგუ ლაპუშში. პროფ. დოქტორი ვალერია ბილტი ASTRA LĂPUȘEANĂ-ს კულტურული ასოციაციის პრეზიდენტი ფესტივალის დირექტორი.
„ჩემი შემოქმედება გახდა ჩემი სულის საუკეთესო მეგობარი და თითოეულ ჩემს ნაბიჯსა და სასიკეთო საქმეს ვუძღვნი ჩემს შვილებსა და ჩემს საოცარ სიძეს, შვილიშვილებს და ჩემს სამეგობროს, ზუსტად მათ მომცეს სტიმული, დავრჩენილიყავი მე – ისეთი, როგორიც ვარ: გულწრფელი ადამიანი და მამდვილი ქართველი. მჯერა, რომ პოეზია გადაარჩენს სულს…

 

 

                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები