„მთავარი შთაგონება ხშირად მარტოობის განცდაა. ეს არის დრო, როდესაც საკუთარ ფიქრებთან და ემოციებთან ვრჩები“ – ემიგრანტი მხატვარი მარია კანდელაკი და ინდოეთში მოგზაურობით მიღებული შთაგონება

ცხოვრობ ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში. დაიბად  თბილისში.
ბავშვობიდან ყვარდა ხატვა, მაგრამ დედის თხოვნით ჩააბარ ბიზნესეკონომიკაზე. ამბობს, რომ ამ მიმართულებით არ მუშავია, რადგან თავი ვერ  იპოვ და დაუბრუნდ  ბავშვობის საყვარელ საქმეს.
12 წელიაქმნი სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრებს და მუდმივად  ვცდილობ ჩემი უნარების განვითარებას. ხელოვნების საშუალებით გამოვხატავ ჩემს იდეებსა და ემოციებს. – ემიგრანტი მხატვრის, მარია კანდელაკის პერსონა.
– ბავშვობიდან ხატვა გიყვარდათ… პირველი ნახატები…
– იმის მიუხედავად, რომ უმაღლესი განათლება ბიზნეს-ეკონომიკის მიმართულებით მივიღე, ხატვა ბავშვობიდან ჩემი დიდი სიყვარული იყო. განსაკუთრებით მიყვარდა კაბებისა და მოდელი გოგონების ხატვა – საათობით ვქმნიდი ახალ ესკიზებს, ვარჩევდი ფერებს და წარმოსახვაში საკუთარ კოლექციებსაც კი ვქმნიდი. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები შემოქმედებით სამყაროში.
– ცხოვრობთ ჰოლანდიაში…ინტენსიურად ხატავთ.  ერთხანს თექაც გიტაცებდათ…  როდის დაიწყო თქვენი ცხოვრების ახალი  ეტაპი?– ცხოვრების ახალი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც მივხვდი, რომ შემოქმედების გარეშე საკუთარი თავი სრულყოფილად ვერ წარმომედგინა. ჰოლანდიაში ცხოვრებისას უფრო აქტიურად დავიწყე ხატვა, ვცდიდი სხვადასხვა ტექნიკას, მათ შორის – თექასაც. თითოეული ნამუშევარი მაძლევდა ახალ გამოცდილებას და თავდაჯერებას. სწორედ ამ გზამ მიმახვედრა, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მინდა, ეს სიყვარული სხვებსაც გავუზიარო.
– შთაგონება…
– ჩემი მთავარი შთაგონება ხშირად მარტოობის განცდაა. ეს არის დრო, როდესაც საკუთარ ფიქრებთან და ემოციებთან ვრჩები, და სწორედ ამ მდგომარეობიდან იბადება ახალი იდეები, ფერები და სახეები, რომლებიც შემდეგ ჩემს ნამუშევრებში ცოცხლდება.– სხვადასხვა თემაზე მუშაობთ. როგორ იბადება იდეა?
– ხშირად იდეა წინასწარ უკვე მაქვს. როდესაც ფუნჯს ვიღებ ხელში, უკვე ვიცი, რა მინდა დავხატო – ზოგადი განწყობა, თემა ან გამოსახულება. მაგრამ პროცესში ყველაფერი უფრო ცოცხლდება და იცვლება. ხატვის დროს დეტალები თავად იბადება, ფორმას იძენს და საბოლოოდ ნამუშევარი შეიძლება ცოტათი განსხვავებული გამოვიდეს იმ საწყისი იდეისგანაც კი. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან ბუნებრივია – თითქოს იდეა და შესრულება ერთად ვითარდება
–  პირველი შემფასებლები?
– ჩემი საუკეთესო შემფასებელია დედა.–  ცხოვრობთ როტერდამში. სამშობლოსგან მოშორებით…  ლამაზ ადგილას ცხოვრობთ.
– როტერდამი ძალიან შთამბეჭდავი ქალაქია – თანამედროვე არქიტექტურით, ენერგიითა და მრავალფეროვანი კულტურით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მუზეუმები, ხელოვნების სივრცეები და პორტი, რომელიც ქალაქის დინამიკას და ხასიათს კიდევ უფრო ამძაფრებს.
–   ხელოვნება არის…
– ჩემთვის ხელოვნება არის თვითგამოხატვის ყველაზე გულწრფელი გზა.– ერთი  ნამუშევრის  ისტორია.
– თავდაპირველად არ მქონდა ხაზგასმული, რომ განსაკუთრებულად გატაცებული ვარ ინდური ცეკვითა და კულტურით, თუმცა ეს ინტერესი დროთა განმავლობაში ბუნებრივად აისახა ჩემს შემოქმედებაში. ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი სწორედ ინდოეთის ფერებსა და კულტურას უკავშირდება. ამ ნამუშევარზე მუშაობისას შთაგონება მივიღე ინდოეთში მოგზაურობისას… ინდური ტრადიციების, რიტმისა და ფერთა სიმდიდრისგან.

– გამოფენები. ჯილდოები…
– რამდენიმე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ასევე ერთ-ერთ გამოფენაზე მოვიპოვე ჯილდო და მქონდა პერსონალური გამოფენის შესაძლებლობაც. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე შანსი პირადი მიზეზების გამო  გარდა ამისა, ვატარებდი ვორკშოპებს პოლონეთში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო – როგორც პროფესიული განვითარების, ისე ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციის თვალსაზრისით.
– სამომავლოდ გალერეის გახსნას აპირებთ… კიდევ?
– სამომავლოდ მინდა გავხსნა საკუთარი გალერეა და უფრო ფართოდ გავუზიარო ჩემი შემოქმედება ადამიანებს. ასევე მინდა აქტიურად ვითანამშრომლო სხვადასხვა მხატვართან და შემოქმედებით სივრცესთან, რაც ახალ გამოცდილებას და განვითარების შესაძლებლობას მომცემს.

 

                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები