რა მოხდება დაგვიანების შემთხვევაში – გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გამოქვეყნებულ ტექსტშია აღნიშნული, გამოსაცდელი გამოცდაზე საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს.
“2026 წლის გამოსაცდელების საყურადღებოდ:
გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში;
საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 1 საათი გრძელდება;
დაგვიანების, სხვა საგამოცდო ცენტრში ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.