სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მაიზერ ხვარეშიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები