“ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას”- თორნიკე ჭეიშვილი

“ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს

კერძოდ, ის PACE-ში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

„ღიმილისმომგვრელია ის გარემოება, რომ ერთი მხრივ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვეპატიჟებიან კვლავ და როგორც ცდილობენ, რომ საქართველოს დელეგაცია ამ ფორმატს დაუბრუნდეს და მეორე მხრივ, ის, რაც თავის დროზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან მუშაობის შეჩერების მთავარი საფუძველი და მიზეზი გახდა, კვლავ დღის წესრიგშია მათი მხრიდან დაყენებული. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ცნობენ, არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პატივს არ სცემენ ელემენტარულ დემოკრატიულ პრინციპებს. გარკვეულწილად, კანონზომიერია მათი მხრიდან, რომ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, იმისთვის რომ საქართველოში არ ისმოდეს სიმართლე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და მათ შორის არ გაშუქდეს ობიექტურად ის რეალობა, რასაც ახლა ადგილი აქვს თუნდაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში“, – აცხადებს ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები