თენგიზ შარმანაშვილი – პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან
“პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ადგილობრივ პოლიტიკას რეგიონალური ორგანიზაციები მოწყვიტეს. რა დონის შეცდომები დაუშვეს, შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო. ახლა ერთმანეთს უთხრიან ძირს და ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ. არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ, მაგრამ ეს გეგმა ვერც ექნებათ. უკან ვეღარ ბრუნდებიან, პოლიტიკა და ცხოვრება დაუნდობელია, როცა შეცდომების კასკადს უშვებ. დგება მომენტი, როცა უკან გამოხედვასაც აზრი არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.