ონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი სორისა და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა” შესაბამისად.
სორის ადმინისტრაციული ერთეულიდან პრიორიტეტულ პროექტებად აირჩიეს:
სორი – გარე განათების მოწყობის სამუშაოები;
გადამში – სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია;
ჭვებარი – სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კვაშხიეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან:
კვაშხიეთი – სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ხეითი – სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბოყვა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ზვარეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ჯოისუბანი-სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები