ონში სოფლებმა პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელეს – მოსახლეობასტან შეხვედრები გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა შეუბნის თემში.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.

ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის, ნიგვზნარის და წოლის მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები